
მომსახურების დავალიანების მქონე აბონენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ შეჩერებული გაქვთ მომსახურების მიწოდება, ან ამოგეწურათ ბალანსი, მომსახურების ხელშეკრულების თანახმად ყოველთვიურად გერიცხებათ 5 ლარი სააბონენტო გადასახადი.
აღნიშნული თანხის დაფარვის გარეშე შეუძლებელია ჩვენი მომსახურების აღდგენა და თუ არ გსურთ თანამშრომლობის გაგრძელება, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის აუცილებელია დააბრუნოთ დროებით სარგებლობაში გადაცემული სააბონენტო მოწყობილობა. მოწყობილობის ჩაბარებამდე ჩვენს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აბონენტს აქვს “მოქმედის” სტატუსი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს მომსახურება.
დაგროვებული დავალიანების მქონე აბონენტებთან კომპანიის მიერ ხდება დაკავშირება ტელეფონით, იგზავნება შეხსენებითი SMS შეტყობინება დავალიანების დროული დაფარვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ხოლო თუ აბონენტის მიერ ხდება შეტყობინებების და ზარების უგულეველყოფა, კომპანია უფლებამოსილია იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მიმართოს შესაბამის სამსახურებს დავალიანების იძულებით ამოღებისთვის.
დავალიანების დაფარვისთვის გადადით აღნიშნულ ბმულზე და მიუთითეთ თქვენი აბონენტის კოდი:
თიბისი ბანკი – https://tbcpay.ge/services/interneti/eranetnew
საქართველოს ბანკი– https://bogpay.ge/ka/gadaxda/interneti-TV-sakhlis-telefoni/interneti/eraneti