We offer our customers fast and uninterrupted fiber optic internet connection. We serve the population living in the city of Batumi and its surroundings, as well as companies operating there.
კომპანიის თანამშრომლები ინსტალაციის ადგილზე შეისწავლიან კომუნიკაციის დაქსელვის გზას. აბონენტთან შეთანხმებით ადგენენ ნახაზს, ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს საჭირო მასალების გამოყენებით, აკავშირებენ დროებით სარგებლობაში გადაცემულ მოდემს „ერანეტი“-ს ქსელთან, უზრუნყელყოფენ ინტერნეტის ქსელზე უკანონო შეღწევისაგან დაცვის უზრუნველყოფას, გადასცემენ სათაო ოფისში მომხმარებლის მონაცემებს, არეგისტრირებენ აბონენტს მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებით, ტესტავენ ინტერნეტის სიჩქარეს და სიგნალის სტაბილურ უწყვეტ მოწოდებას. სამუშაოების ხანგრძლივობა - 1-2 საათი.
კომპანიის არსებულ კომუნიკაციებს პერიოდულად უტარდება ტექნიკური შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგად, ან მომხმარებლისგან შეტყობინების მიღების შემთხვევაში ხდება ტექნიკური სამსახურის ადგილზე გამოცხადება (შემოსული შეტყობინების შემთხვევაში ძირითადად იმავე დღეს, ან მისი მიღებიდან არაუმეტეს 24 საათისა).
დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ხორცელდება აღდგენითი სამუშაოები, რომელთა ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამუშაოების სირთულეზე და გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციებისა ძირითადად გრძელდება 1 საათის განმავლობაში. შესაბამისად, „ერანეტი“-ს ქსელის ერთერთ ძირითად უპირატესობას წარმოადგენს გამართული ქსელები და დაზიანებაზე სწრაფი რეაგირება.
Eranet offers the installation of an internal communication Internet network. For additional information, please contact us at 577286200, 577286201, or leave a request for service.
კომპანია „ერანეტი“-ს საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლის ინტერნეტთან უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა. დღეს ინტერნეტ-კავშირი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მას ვიყენებთ როგორც სწავლისთვის, მუშაობისთვის, გართობისთვის, კავშირგაბმულობისთვის, ანგარიშსწორებისთვის და ა.შ.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია შიდა ქსელის გამართულობასა და მასზე მომუშავე თანამშრომლების ცოდნასა და კვალიფიკაციაზე. კომპანია „ერანეტი“ საქმიანობს ამ ორი ძირითადი მიმართულების მკვეთრი კონტროლის პირობებში. თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება – მუდმივი პროცესია, ხოლო მათი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას გავუმკლავდეთ ნებისმიერი სირთულის ამოცანას. რაც შეეხება საკომუნიკაციო ქსელს, რომლითაც საბოლოო მომხმარებელი უკავშირდება ვირტუალურ სამყაროს, მისი აგება ხდება საუკეთესო აპარატურის და კაბელების გამოყენებით, ხოლო განვითარებაზე დროული ზრუნვა გვაძლევს საშუალებას ავირიდოთ თავიდან ქსელის დაზიანებები რათა არ შევუქმნათ დისკომფორტი ჩვენს მომხმარებლებს.
გარდა ამისა, 24-საათიანი ცხელი ხაზის მეშვეობით მომხმარებელს აქვს მუდმივი კავშირი კომპანიასთან, ხოლო შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება ხდება ძირითადად იმავე დღეს, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.